,,ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის მიმდებარე ტერიტორია აიღეს” – უკრაინის გენ.შტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილეს, ალექსეი გრომოვის განცხადებით, კიევმა დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინის არმიამ უკვე დნეპრის სანაპირომდე მიაღწია.

„ჩვენმა სამხედროებმა მართლაც მიაღწიეს მდინარე დნეპრის სანაპიროს, რაც საშუალებას გვაძლევს გავაკონტროლოთ ტერიტორია დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მტერს მაქსიმალურად შეუტიონ“, – აცხადებს გრომოვი.

 

მსგავსი თემები