,,შუქისა და სითბოს ნაკლებობა უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შედეგია” – პესკოვი

,,შუქისა და სითბოს ნაკლებობა უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შედეგია, რომელსაც პრობლემის გადაჭრა არ სურს” – აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.

პესკოვის განცხადებით, რუსეთი თავს დაესხა მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რომლებიც „პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება უკრაინის სამხედრო პოტენციალს და უკრაინის რეჟიმს“.

შეგახსენებთ, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმისას 15 ნოემბერს, რუსეთმა იერიშები ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა, რის შედეგადაც, დაახლოებით 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მსგავსი თემები