„ჩათლახი“ – დეპუტატი ზარქუა ამერიკელ სენატორზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, მმართველი გუნდის წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა ამერიკელ სენატორს „ჩათლახს“ უწოდებს.

ჯინ შაჰინი სწორედ ის პოლიტიკოსია, ვინც დეპუტატ ირაკლი ზარქუას მსგავსი შეფასება დაიმსახურა.

ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ჯინ შაჰინის საქართველოსთან დაკავშირებულ განცხადებას ეხებოდა, ზარქუამ კითხვა არ დაასრულებინა და შაჰინის გვარის ხსენებაზე ასე უპასუხა: „ჩათლახი“… რომელი პარტიიდანაა ეგ ტიპი, იცი?.. ვინ არის წონიანი?.. დემოკრატი იქნება, გაგიმაზავ…”

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა თქვა, რომ საქართველოს დახმარება შეიძლება, ქვეყნის ქმედებებს დაუკავშირონ:

„საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებით. მათ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოჰყვება და შესაძლოა, ზოგიერთი შედეგი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ” – აღნიშნა ჯინ შაჰინნა.

 

მსგავსი თემები