ჰააგამ დაადასტურა, რომ დონბასში მალაიზიის თვითმფრინავი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს

ჰააგის სასამართლომ დონბასში “მალაიზიის ავიახაზების” რეის MH17-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, დადასტურდა, რომ მისი ჩამოგდება  რუსული რაკეტით მოხდა.

Reuters-ის ინფორმაციით, როგორც ჰააგის სასამართლოში აცხადებენ,  2014 წელს „მალაიზიის ავიახაზების” რეის MH17-ის ჩამოსაგდებად, რაკეტის გაშვება უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიიდან მოხდა.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ MH17 ჩამოგდებულ იყო პერვომაისკთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის მონაკვეთიდან გაშვებული “ბუკის” რაკეტით, რის შედეგადაც, 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი გარდაიცვალა”, – აცხადებს ჰააგის სასამართლოს მოსამართლე ჰენდრიკ სტეინჰაუსი.

სასამართლო ასევე ადასტურებს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების დროს,  ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკას” რუსეთის ფედერაცია აკონტროლებდა.

მსგავსი თემები