ფინეთი უკრაინას 55 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას უგზავნის

ფინეთი უკრაინას დამატებით,  55,6 მილიონ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. ომის დაწყებიდან დღემდე, საერთო ჯამში, ფინეთმა უკრაინას 160,4 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება გაუწია.

,,უკრაინას კვლავ სჭირდება დახმარება საკუთარი ქვეყნის დასაცავად. თავდაცვის ტექნიკის ეს ნაკრები ყველაზე დიდია მათ შორის რაც ჩვენ უკრაინისთვის გაგვიგზავნია,” – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიოკენმა.

 

მსგავსი თემები