საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოქსფორდში „ოქსფორდის კავშირში” „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის” ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს. „ოქსფორდის კავშირში” საქართველოს პრეზიდენტს დახვდება და უმასპინძლებს კავშირის პრეზიდენტი აჰმედ ნავაზი.

„ოქსფორდის კავშირის „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექცია“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დააფუძნა და ციკლის ფარგლებში ლექციები წაკითხული აქვს თავად მას და დევიდ კამერონს. ამასთან, კავშირის ერთ-ერთი პრეზიდენტი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონიც იყო.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაში “Globalize UK 2022“.

პრეზიდენტი ქალაქ კარდიფში, რაგბიში, უელსის და საქართველოს ნაკრებების შემოდგომის ტესტ მატჩს დაესწრება”,- ნათქვამია  გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები