,,უკრაინელ სპეციალისტებს პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნის გამოძიების უფლება მიეცათ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის გარემოებების გამოძიებაში უკრაინელი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსული რაკეტის ნაწილები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ვარდება.

,,გუშინ მივიღეთ დადასტურება, რომ ჩვენი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას გამოძიებაში. გამოძიების დასრულებამდე ჩვენ ვერ ვიტყვით ზუსტად რომელი რაკეტები ან მათი ნაწილები ჩამოვარდა პოლონეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ჩვენ ვნახეთ კრატერის დიამეტრის სურათები. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ნარჩენები”,  განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყველამ უნდა გაიგოს, რომ იმ დღეს რუსეთმა უკრაინაში 100-მდე რაკეტა ისროლა.

 

მსგავსი თემები