,,უკრაინა მშვიდობის ფორმულას გთავაზობთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინა მშვიდობის ფორმულას გთავაზობთ, უბრალო ცეცხლის შეწყვეტით არაფერი გადაწყდება,”- ამის  შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-ის ახალი ეკონომიკის ფორუმზე სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, სტაბილურობის აღდგება  მხოლოდ რუსეთის მიერ პროვოცირებული კრიზისების შერბილებით ვერ მოხდება.

,,უკრაინა მშვიდობის ფორმულას გთავაზობთ. ეს ნამდვილად არის მშვიდობის ფორმულა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის. როდესაც საფრთხე რთულია, მაშინ პასუხიც რთული უნდა იყოს. უბრალო ცეცხლის შეწყვეტით არაფერი გადაწყდება. ეს არის ზუსტად ჩვენი ფორმულა. ჩვენ უნდა აღვადგინოთ მშვიდობა – საიმედოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში. თქვენ ვერ აღადგენთ სტაბილურობას მხოლოდ რუსეთის მიერ პროვოცირებული კრიზისების შერბილებით. ყოველი საფრთხე მთლიანად უნდა იყოს განეიტრალებული”,- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები