რუსეთმა უკრაინაში გაზის მწარმოებელი კომპანია დაბომბა

რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის მწარმოებელი კომპანია Naftogaz Ukrainy დაბომბეს.

განადგურებულია რამდენიმე ობიექტი, ზოგი კი დაზიანებულია. ხანძარი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა ჩააქრო.

Naftogaz Ukrainy-ის გამგეობის თავმჯდომარის, ოლექსი ჩერნიშევის ინფორმაციით, დაზიანებულ ობიექტებზე სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც თავდასხმის შედეგებსა და მასშტაბებს შეაფასებენ და დადგინდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

მსგავსი თემები