ზეგანაკვეთურად მუშაობა ან სამსახურიდან წასვლა – მასკი თანამშრომლებს პირობას უყენებს

Twitter-ის ახალი მფლობელმა ილონ მასკმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ ისინი ვალდებულნი არიან იმუშაონ ზეგანაკვეთურად, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვონ კომპანია.

Washington Post-ის ინფორმაციით, პერსონალისთვის გაგზავნილ წერილში მასკი აღნიშნავს, რომ თანამშრომლები უნდა დათანხმდნენ პირობას, თუ სრუთ დარჩენა. მასკის თქმით, ისინი ვინც ხუთშაბათამდე არ დაეთანხმებიან პირობებს, სამთვიან ანაზღაურებას გადაუხდიან.

ცნობისთვის, მასკმა Twitter-ის შეძენის შემდეგ, კომპანიის თანამშრომელთა ნახევარი გაათავისუფლა. მისი თქმით, შემცირებასთან დაკავშირებით არჩევანი არ ქვს,  რადგან კომპანია დღეში 4 მილიონ დოლარს კარგავს.

მსგავსი თემები