,,ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი…იდარდონ ენჯეოებმა”- ირაკლი კობახიძე სენატორების კრიტიკაზე

,,ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი,”- ასე ეხმიანება  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომელმაც საქართველოსთვის დაფინანსების შესაძლო შემცირებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის არასათავრობო ორგანიზაციებზე და სწორედ მათ უნდა იდარდონ.

,,რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა, რასაც ჩვენთვის ფასი ვერ ექნება. არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე ინერვიულონ ენჯეოებმა. ჩვენ რატომ უნდა ვინერვიულოთ.  მოსმენილი მაქვს ერთ-ერთი ყოფილი ელჩისგან, რომ დათქმები არის არალერევანტური, რომ ისინი მუშაობენ ენჯეოების გავლით, ეს აქვს აშშ-ის ერთ-ერთ ყოფილ ელჩს ნათქვამი. კრიტიკას ფასი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის სამართლიანი.

რაც შეეხება დაფინანსებას, ძირითადად ეს დაფინანსება განკუთვნილია ენჯეოებისთვის, აქედან გამომდინარე მათ უნდა იდარდონ არსებითად თუ ამ დაფინანსებას რაიმე ფორმით საფრთხე შეექმნება. არ მგონია, რომ ეს მოხდება, რადგან ენჯეოების დაფინანსება არის რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რაიმე საწუხარო იყოს, მითუმეტეს შაჰინმა თავადვე თქვა, რომ ასეთი საკითხი „მე მითხრეს, რომ არ იქნება მიზანშეწონილი განსახილველად“, თვითონ შაჰინმა თქვა. მანამდე ამერიკის ერთ-ერთ ელჩს აქვს ნათქვამი, რომ დათქმები არის არალერევანტური, რადგან ისინი მუშაობენ ენჯეოების გავლით“, – განაცხადა კობახიძემ.

,,საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულ უკუსვლას ვხედავთ”- სენატორი – (mcm.ge)

მსგავსი თემები