„სასჯელის გადავადების შემთხვევაში, მიშა არ დაბრუნდება საქართველოში ” – ვალერი გელბახიანი

„სააკაშვილის მდგომარეობაზე, ექსპერტების მხრიდან უმძიმესი დასკვნა იქნება. მას აქვს დაავადების ის კატეგორიები, რომელიც სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, არა თუ სასჯელის გადავადებას” – აცხადებს ექსპრეზიდენტის ადვოკატი ვალერი გელბახიანი.

მისივე შეფასებით, სასჯელის გადავადების შემთხვევაში, მიშა არ დაბრუნდება საქართველოში და საქმე გაგრძელდება.

,,თუ იცის ხელისუფლებამ რა დიაგნოზი აქვს სააკაშვილს მათი კვლევების შედეგით? ამ ექვსი თვის განმავლობაში, თუ იციან ექიმებმა რა სჭირს მიშას, დიაგნოზი თუ აქვთ? რას მკურნალობენ? თუ დიაგნოზი არ აქვთ, რა წამლებს აძლევენ ან რატომ? რა კატეგორიის დაავადება ეს უნდა თქვას ექსპერტმა. რაც შეეხება დასკვნებს, სამედიცინო დასკვნა სვამს დიაგნოზს. საექსპერტო დასკვნა აკვალიფიცირებს სიმძიმის ხარისხს. დაავადების გადავადება და სასჯელის მოხდა ორი განსხვავებული პროცედურაა. გადავადების შემთხვევაში, მიშა არ დაბრუნდება საქართველოში და საქმე გაგრძელდება. მოხდისგან გათავისუფლების შემდეგ დაიხურება პროცესი და სააკაშვილი შეძლებს თავისუფლად სიარულს საქართველოს ნებისმიერ ადგილას” – აღნიშნა გელბახიანმა .

 

მსგავსი თემები