რუსეთმა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას მხარი ერთი პირობით დაუჭირა

,,რუსეთმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე მხარი დაუჭირა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას, თუმცა ტვირთის დანიშნულების პუნქტების კონტროლის პირობით,”- ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა.

სილუანოვის თქმით, მარცვლეული უნდა გაიგზავნოს ”იმ ქვეყნებში, რომლებიც საჭიროებენ მარცვლეულის მიწოდებას და არა დასავლეთის ქვეყნებში”.

„ჩვენ ვხედავთ მთელ რიგ ქვეყნებში, აფრიკულ ქვეყნებში შიმშილთან დაკავშირებულ სიტუაციას და სწორედ ამ ქვეყნებში მარცვლეულის ნაკადის საკითხი იყო განხილვის ერთ-ერთი თემა. სერგეი ლავროვმა ლიდერთა სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას, თუმცა ვემხრობით, რომ მარცვლეული, რომლის ექსპორტიც ხდება შავი ზღვის შეთანხმების ფარგლებში, გაიგზავნოს სწორედ იმ ქვეყნებში, რომლებიც საჭიროებენ მარცვლეულის მიწოდებას და არა დასავლეთის ქვეყნებში, არა ევროპული ეკონომიკების მქონე ქვეყნებში, როგორც ეს ახლა ხდება“, – განაცხადა სილუანოვმა.

 

მსგავსი თემები