,,წარმოუდგენელი უტიფრობა და ბოღმის ამონთხევა”- ნიკოლოზ სამხარაძე სამადაშვილზე

,,ეს არის წარმოუდგენელი უტიფრობა და ბოღმის ამონთხევა,”- ასე ეხმიანება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოლივერ ვარჰეისთან დაკავშირებით ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლება, ადამიანზე, რომელიც პოზიტიურ გზავნილს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე, ასე ილაპარაკო.

„სამარცხვინოა გაფართოვების საკითხებში ევროკომისრის წარმოდგენა ისე, თითქოს ის არის პრორუსი პოლიტიკოსი. სამადაშვილმა დაახლოებით ასეთი რამ თქვა. ეს არის წარმოუდგენელი უტიფრობა და ბოღმის ამონთხევა. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, ადამიანზე, რომელიც პოზიტიურ გზავნილს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე, ასე ილაპარაკო, თუ მართლა პროგრესი და წინსვლა გინდა. არა მხოლოდ ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა ილაპარაკა ასე, მისი პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ თურმე ვარჰეი ევროკავშირს კი არ წარმოადგენს, უნგრეთს წარმოადგენს. მგონი, შესავალი სჭირდებათ ლექციების სახით იმაში, ევროკომისიაში თუ როგორ ინიშნებიან ადამიანები და ვის წარმოადგენს ევროკომისარი – კონკრეტულ ქვეყანას თუ ევროკომისიას და ევროკავშირს. მზად ვართ, თუ მათ სჭირდებათ, მათ ეს ლექციებიც ჩავუტაროთ. ესაა დადასტურება იმისა, თუ როგორ ალტერნატიულ რეალობაში უნდათ საზოგადოება აცხოვრონ, თურმე, კუბილიუსია ევროკავშირის ხმა და ევროკომისიის გაფართოების კომისარი ვიღაცა პრორუსი პოლიტიკოსი,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

,,ოლივერ ვარჰეი ევროპაში წარმოადგენს გარიყულ პოლიტიკურ ძალას”- სალომე სამადაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები