,,ინციდენტი სავარაუდოდ, უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია”- იენს სტოლტენბერგი

,,არ გვაქვს ნიშანი, რომ პოლონეთში ინციდენტი იყო ნატო-ს ტერიტორიაზე განზრახული თავდასხმის შედეგი,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, წინასწარი ანალიზით, ინციდენტი უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია, რომელიც უკრაინის ტერიტორიის დაცვის მიზნით ისროლეს რუსეთის ფრთოსანი რაკეტის წინააღმდეგ.

„არ გვაქვს იმის ნიშანი, რომ პოლონეთში ინციდენტი იყო განზრახული თავდასხმის შედეგი ნატო-ს ტერიტორიაზე. ჩვენ არ გვაქვს მაჩვენებლები, რომ რუსეთი გეგმავს შეტევით სამხედრო ქმედებებს ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ. ეს აჩვენებს საფრთხეს, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან, მაგრამ არ ცვლის ჩვენს ფუნდამენტურ შეფასებას ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ საფრთხესთან დაკავშირებით. ეს აჩვენებს მონიტორინგის მნიშვნელობას, რომ ვიყოთ ფხიზლად. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები ნატო-ს შეკავების და თავდაცვის გრძელვადიან ადაპტაციაზე მადრიდის სამიტზე. ეს მოიცავს ნაწილობრივ მეტ ჯარისკაცს აღმოსავლეთ ფლანგზე, მეტ წინასწარი პოზიციის აღჭურვილობას, განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთით და ნაწილობრივ სამიზნე ძალებს, რომ შევძლოთ საბრძოლო ჯგუფების სწრაფად გაზრდა. ეს ყველაფერი ასევე ზრდის ჩვენ საჰაერო თავდაცვით შესაძლებლობებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები