,,რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ პოლონეთში მოხდა”- იენს სტოლტენბერგი

,,რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ პოლონეთში მოხდა,”-  ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთში მომხდარი ინციდენტი რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ტალღის პირდაპირი შედეგია.

,,რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ პოლონეთში მოხდა, რადგან ეს არის მიმდინარე ომისა და გუშინ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ტალღის პირდაპირი შედეგი. უკრაინას “რა თქმა უნდა” აქვს უფლება ჩამოაგდოს რუსული რაკეტების ტალღა, რომელიც უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკულ უკრაინულ ინფრასტრუქტურას უმიზნებს”,- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები