პოლონეთმა რუს დეპუტატებს ვიზებზე უარი უთხრა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად, რუს დეპუტატებს პოლონეთმა ვიზებზე უარი უთხრა. რუსეთის დელეგაცია სხდომაზე დასწრებას, რომელიც პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში უნდა ჩატარდეს, ვერ მოახერხებს.

ვიზებზე უარის თქმით მიზეზად უკრაინის წინააღმდეგ აგრესია სახელდება.

,,სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ აღმაშფოთებელი პასუხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლონური დელეგაციის ხელმძღვანელისგან, ქალბატონი ბარტუსისგან, რომელიც სიტყვასიტყვით ამბობს, რომ ვერ ხედავს ვარშავაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის შეხვედრაში რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობას“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა.

 

 

მსგავსი თემები