ბაიდენის განცხადებით, პოლონეთში რაკეტის აფეთქება უკრაინის საგარეო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული – ”როიტერი”

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ და ნატო-ს პარტნიორებს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში რაკეტის აფეთქება უკრაინის საგარეო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული. ამის შესახებ  ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

მანამდე, ბაიდენმა ინდონეზიაში მედიას განუცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რაკეტა რუსეთიდან ყოფილიყო ნასროლი.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა საიდან იყო ნასროლი რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

 

მსგავსი თემები