ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის პირველი მოადგილის, ალექსანდრე კორნიენკოს ინფორმაციით, ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.

დეპუტატი იმედს იტოვებს, რომ ძალიან მალე ყველა დემოკრატიული სახელმწიფო აღიარებს რუსეთის რეჟიმს ტერორისტად.

“აგრესორი ამ სტატუსს ყოველდღიურად აძლიერებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობითა და უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების განადგურებით. თუ ვინმე ტერორისტივით იქცევა, ის ტერორისტია. ზუსტად ასეთია პუტინის რეჟიმი, ასეთია რუსეთი. ამის აღიარება უკვე პირველი ნაბიჯია დასჯისკენ …რუსეთის ფედერაცია დაისჯება მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის ამ დამანგრეველ ომში!”- განაცხადა კორნიენკომ.

 

მსგავსი თემები