,,ხელისუფლებას ფაქტობრივად საბოტაჟის ფონზე უწევს 12 რეკომენდაციაზე მუშაობა”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლებას ფაქტობრივად საბოტაჟის ფონზე უწევს 12 რეკომენდაციაზე მუშაობა. მისივე თქმით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტზე ოპოზიციის რეაქციებმა დაადასტურა, რომ მათი მიზანია საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს.

,,გუშინ იმდენად აგონიაში ჩავარდნენ, რომ პირდაპირ ეთერში აჩვეენს მოსახლეობას, როგორ ებრძვიან საკუთარ ქვეყანას. გუშინ მათ ფაქტობრივად ღია ეთერში გვაჩვენეს, როგორია მათი ტაქტიკა საქართველოს წინსვლის შესაფერხებლად, პირველი, საკუთარი ქვეყნის მაქსიმალურად ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა, მეორე, ყველა ევროპელზე თავდასხმა, ვინც კი რაიმე პოზიტიურს იტყვის საქართველოზე და მესამე, საქართველოს მიმართ პოზიტიური გზავნილების გაჟღერებისთანავე, საკუთარი უცხოელი თანამზრახველების გააქტიურება ნეგატიური დღის წესრიგის შემობრუნებისათვის.

ზუსტად ამ მეთოდებით მოქმედებდნენ ისინი და მათი მოკავშირე „ენჯეოები“ გაზაფხულზეც, როდესაც კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი წყდებოდა. თუკი ვინმეს შინ და გარეთ აქამდე კიდევ ეპარებოდა ეჭვი, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის აღიარებამ გუშინ, რომელიც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, დაადასტურა, თუ რატომ არ ჩაერთნენ სამუშაო ჯგუფებში და რატომ არ უჭერენ მხარს კანონპროექტებს, რატომ ცდილობენ, ჩაშალონ ომბუდსმენის არჩევის პროცესი. ხელისუფლებას ფაქტობრივად საბოტაჟის ფონზე უწევს 12 რეკომენდაციაზე მუშაობა”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები