,,დროა ევროპამ “დახუროს უკრაინის ცა” მისივე უსაფრთხოებისთვის”- მიხაილო პოდოლიაკი

,,დროა ევროპამ “დახუროს უკრაინის ცა”, მისივე უსაფრთხოებისთვის”- ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკო პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნას.

,,მხოლოდ რუსეთი არის პასუხისმგებელი უკრაინაში ომზე და მასიურ სარაკეტო დარტყმებზე. მხოლოდ რუსეთი დგას ჩვენი მოსაზღვრე ქვეყნებისთვის სწრაფად მზარდი რისკების უკან. არ არის საჭირო, რომ საბაბები ვეძიოთ ძირითადი გადაწყვეტილებების გადასადებად. დროა ევროპამ “დახუროს უკრაინის ცა”. მისივე უსაფრთხოებისთვის…”- წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა საიდან იყო ნასროლი რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მსგავსი თემები