,,არაადეკვატურობა, ცოტა სინდისი იქონიეთ და სახე შეინარჩუნეთ…სამარცხვინო”- ზარქუა სამადაშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება. ზარქუას თქმით, რაც სალომე სამადაშვილმა იკადრა, არაადეკვატურობაა..

„მინდა, გამოვეხმაურო იმ სამარცხვინო ფაქტს, რაც გუშინ მოვისმინეთ სამადაშვილისგან. მე არ ვიცი, ეს ადამიანი რანაირად იყო ევროკავშირში ჩვენი დიპლომატი და სახე. რა იკადრა გუშინ, არაადეკვატურობა, ცოტა სინდისი იქონიეთ და სახე შეინარჩუნეთ, მეტი არაფერი. ევროკომისარია, რომელიც ობიექტურად მიმოიხილავს და ობიექტურად ასახავს იმ გამოწვევებს, მიღწევებსაც, რაც რეალურად არის, თუ არ მოგეწონათ, ესე იგი თავდასხმა მოსულა? სად არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენ გვაკრიტიკებენ ხოლმე. ფოტიგას ან კუბილიუსს რომ სამართლიანად შენიშვნას ვაძლევთ ან მივუთითებთ, რომ სიმართლე ილაპარაკონ, მაშინვე რომ გამოხტებიან, გუშინ რაც მოხდა, ის რა იყო, მისაღებია? მაინტერესებს, სად არიან არასამთავრობოები, ევროკომისარზე რომ თავდასხმა მოაწყვეს. სამარცხვინო იყო, ეს იყო თქვენი ნიღბის ჩამოხდა, რადგან თქვენს ინტერესებში არ შედის, ქვეყანა წინ წავიდეს „ქართული ოცნების“ ხელში, თქვენს ინტერესებში არის, რამენაირად დაძაბოთ, ესკალაცია და რევოლუციური სცენარი გამოიწვიოთ, რისი საფუძველიც ქვეყანაში არ არის. ეს გითხრათ გუშინ ვარჰეიმ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სადაც სამადაშვილმა განაცხადა: „ოლივერ ვარჰეი ევროკომისიაში წარდგენილია ორბანის პარტიის მიერ, გარკვეულად შეზღუდულია საკუთარ მანდატში. რეალობა კი დღეს ასეთია, რომ ორბანი არის პუტინის მთავარი მოკავშირე“.

მსგავსი თემები