კლუბებში ჩატარებული ჩხრეკა, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე ცუდად არ აისახება – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კლუბებში ჩატარებული ჩხრეკა, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე ცუდად არ აისახება, მომხდარი პროცესების შემაფერხებელი ვერ იქნება, ხოლო თემით სპეკულირება ამ დღემდე გრძელდება.

​როგორც კახა კალაძე აცხადებს, მაგალითად, მერია გეგმავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით მხარდაჭერა გამოხატოს. ახალგაზრდები ღამის კლუბიდან იმ დროს გამოდიან, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. შესაბამისად, თბილისის მერი ხელშეწყობას, ამ მიმართულებითაც გეგმავს.

კალაძის თქმით, ღამის ეკონომიკასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში არასწორი ინტერპრეტაცია და სპეკულირება მიმდინარეობს და განმარტავს, რომ ღამის ეკონომიკის განვითარებასთან ნარკოტიკებს არანაირი შეხება არ აქვს და კავშირში არ არის.

“როდესაც ღამის ეკონომიკის თემა პირველად გავაჟღერე, აქცენტი კლუბებზე, ცეკვა-თამაშზე და გართობაზე ჰქონდათ, თუმცა, იდეა მხოლოდ ამას არ მოიცავს. ჩემთვის საუკეთესო მაგალითი ლონდონია. იქ ღამის ეკონომიკა ძალიან კარგად არის განვითარებული. ტრანსპორტის გარდა, სხვა მიმართულებები იქნება კულტურული ღონისძიებები, მუზეუმები, სპორტული ღონისძიებები და სხვა“, – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერი არ გამორიცხავს, რომ ახალგაზრდების ჩართულობით სტარტაპები დაფინანსდეს.
მისივე შეფასებით, ღამის ეკონომიკა და კლუბები ნარკოტიკებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.

ნარკომომხმარებლების მიმართ დამოკიდებულება შესაცვლელია. კი არ უნდა დავსაჯოთ და გავაუბედუროთ, პირიქით, ჩვენი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ახალგაზრდები დავიცვათ ნარკოტიკებისგან. ძალიან ხისტები უნდა ვიყოთ და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს. ნარკოტიკები და კლუბები კი კავშირში არ უნდა იყვნენ“, – აცხადებს თბილისის მერი.

მსგავსი თემები