პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნას ესტონეთი ეხმიანება

პოლონეთში რუსული 2 რაკეტის ჩავარდნასთან დაკავშირებით ესტონური მხარე განცხადებას ავრცელებს. როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, ნატო-ს ყოველი სანტიმეტრის დასაცავად მზად არიან.

„პოლონეთიდან გავრცელებული ბოლო ინფორმაცია ყველაზე შემაშფოთებელია. კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატო-ს ყოველი სანტიმეტრი.  სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს“, – აღნიშნულია ესტონეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ნასროლი 2 რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩავარდა. არის მსხვერპლი.

მსგავსი თემები