,,უკრაინაში ომის ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოსნაირ პარტნიორებთან მუშაობა” – იან სტოლტენბერგი

,,ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტერიალი იქნება ნოემბრის ბოლოს. ამ სამიტზე ჩვენ გვექნება საშუალება, უკრაინის მიმართ გამოვხატოთ მტკიცე მხარდაჭერა” – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

,,ჩვენ ასევე განვიხილავთ NATO-ს თავდაცვისა და შეკავების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხს. ასევე შევხვდებით პარტნიორებს, საქართველო კი, არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი გზავნილი ბუქარესტში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე”- აცხადებს სტოლტენბერგი.

მსგავსი თემები