,,სააკაშვილსა და გვარამიაზე კომისარს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს” – შალვა პაპუაშვილი

,,საკითხის განხილვა მასთან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა სცადა, კომისარს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს ამ საკითხებთან დაკავშირებით ” – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, რეალურად, სწორედ ევროკომისიაა ის, ვინც საქართველოს პროგრესი უნდა შეაფასოს ევროინტეგრაციის გზაზე და ამიტომ, მნიშვნელოვანია, ევროკომისრის შეფასებები საქართველოს შესახებ.

„კომისია არის სწორედ ის ინსტიტუცია, რომელიც შეაფასებს საქართველოს პროგრესს და არა ევროპის პარლამენტი. ევროპის პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო, სადაც არიან პოლიტიკოსები, ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი. ამიტომ შეფასებისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის კომისია და სწორედ წარმომადგენელი გვყავდა დღეს და მოვისმინეთ მისი განცხადებები. რაც შეეხება სააკაშვილს, კანონის უზენაესობა ვერ იქნება წინაღობა ევროკავშირის წევრობის. პირიქით, კანონის უზენაესობა არის წინაპირობა იმისთვის, რომ მიგვიღონ ევროკავშირში – კანონის უზენაესობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილზე ვსაუბრობთ” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები