საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან გადმოიგზავნა

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში, საერთო ჯამში – 91,90 მილიონი დოლარი გადმოიგზავნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 502 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 295,3 მილიონი დოლარით, მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

უწყების ინფორმაციით, შემოსული თანხის ყველაზე მაღალი წილი, 59,62% რუსეთზე მოდის. ამ ქვეყნიდან საერთო ჯამში 299,28 მილიონი დოლარი შემოვიდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან კი საქართველოში, საერთო ჯამში – 91,90 მილიონი დოლარი გადმოიგზავნა.

ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა ასე გამოიყურება: 1) რუსეთის ფედერაცია – 299,28 მლნ. დოლარი 2) იტალია – 36 მლნ. დოლარი 3) აშშ – 30 მლნ. დოლარი 4) ისრაელი – 16, მილიონი დოლარი 5) ყირგიზეთი – 16 მილიონი დოლარი 6) გერმანია – 15 მილიონი დოლარი 7) თურქეთი – 9 მილიონი დოლარი ყაზახეთი – 8 მილიონი დოლარი 9) სომხეთი – 5 მილიონი დოლარი 10) ბელარუსი – 5 მილიონი დოლარი.

 

მსგავსი თემები