,,ჩვენი კრიტერიუმები არასდროს უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს”- ოლივერ ვარჰეი

,,თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? არა მგონია. ვიცი, რომ კრიტერიუმები ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი, არ ეხება არც ერთ კონკრეტულ ადამიანს და ვერც შეიძლება, ეხებოდეს,”– ასე პასუხობს ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი  ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს შეეხებოდა.

ევროკომისარის თქმით, არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის ან სხვების სასიკეთოდ.

„ეს არის ჩარჩო სისტემა, რაც შემოგთავაზეთ. საკანონმდებლო ჩარჩო იქნება თუ გარემო, რომელშიც ფუნქციონირებს მედია, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ იქნება თავისუფლება ამ მიმართულებით, ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, მედიაზე, რომელიც აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას. იგივე ეხება კანონს ოლიგარქების შესახებ. ეს არ იქნება ჩვენი არჩევანი, ჩვენ არ ავარჩევთ, რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი, რადგან იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იყოს განსაზღვრული. არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ ან სხვების სასიკეთოდ, რომელიც საბოლოო ჯამში, მისთვის სასიკეთო იქნება.

ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს და არც შეიძლება უკავშირდებოდეს. სწორედ ამიტომ, როდესაც საუბარი კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე ქვეყანას, რომელიც გაწერილია ამ პრიორიტეტებში“, – განაცხადა ვარჰეიმ.

მსგავსი თემები