,,ოპოზიცია არ არის ჩართული რეკომენდაციების შესრულებაში”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  ოპოზიცია არ არის ჩართული რეკომენდაციების შესრულებაში. მისი თქმით, კარი გაუხსნეს ყველა აქტორს – ოპოზიცურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც დაინტერესებულია 12 რეკომენდაციის შესრულებით.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული 12 რეკომანდაციის შესრულების პროცესში. ისინი ჩვენ გვეხმარებიან, რომ საქართველომ მაქსიმალურად მოკლე დროში შეასრულოს 12-ვე რეკომენდაცია და არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დაგვრჩეს. მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 12-ვე რეკომენდაციას ძალიან მალე დავასრულებთ. აქვე, მინდა, ღვნიშნო, ბატონო კომისარო, თქვენ ამის თაობაზე მოგაწოდეთ ინფორმაცია ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში, როცა მე ვიყავი ბრიუსელში, რომ სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული ამ პროცესში, არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა რეკომენდაციების…სწორედ მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება არის დეპოლარიზაცია. ჩვენ ნათლად ავხსენით და გავნმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია, თუ არ იქნება მათი მხრიდან თანამშრომლობის ანალოგიური მზაობა. მას შემდეგ, რაც ჩვენ 12-ვე რეკომენდაცია გადმოგვეცა, სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, როგორ ვასრულებთ ჩვენ, მმართველი ძალა, პარტია, მთავრობა, პარლამენტი – ყველა ერთად ამ 12-ვე პრიორიტეტს. იქვე, ჩვენ გავუხსენით კარი ყველა აქტორს – ოპოზიცურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც დაინტერესებულია ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით.

აქვე, მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მთავრობის კუთვნილება, კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. მაიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველა აქტორს, აუცილებელია მათი ჩართულობა ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები