,,კანადა უკრაინისთვის დამატებით $500 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოყოფს” – ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, უკრაინისთვის გამოყოფილი მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტი სათვალთვალო და საკომუნიკაციო აღჭურვილობას, ასევე საწვავი და სამედიცინო მარაგების დაფინანსებას მოიცავს.

„გარდა აღნიშნული დახმარებისა, კანადა დამატებით სანქციებს 23 რუს ჩინოვნიკს დაუწესებს, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემურ დარღვევაში მონაწილეობენ. მათ შორის, რუსეთის პოლიციის თანამშრომლებს, ასევე, პროკურორებს, მოსამართლეებსა და ციხის ჩინოვნიკებს”- აღნიშნა ტრუდომ.

ინფორმაციისთვის, 24 თებერვლიდან დღემდე კანადამ უკრაინის დასახმარებლად $3.4 მილიარდი გამოყო.

მსგავსი თემები