,,პირნათელი ვარ, რომ 12 პუნქტი შესრულდება” – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ გეგმას პირნათლად ასრულებს. მისივე შეფასებით, ყველა პუნქტი, რომელიც ემსახურება საკანონმდებლო ცვლილებას, შესრულდება.

,,ჩვენ 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, როგორც განვაცხადეთ ოფიციალურად, რომ შესრულდებოდა თითოეული პუნქტი, ამ დაპირებას პირნათლად ვასრულებთ. შეკრული იყო სამუშაო ჯგუფები, რომელიც მუშაობდა გამჭვირვალედ, ღიად, ყველას ჰქონდა დასწრების უფლება, პირნათელი ვარ, რომ 12 პუნქტი რაც გაწერილი იქნა, შესრულდება. სასპეკულაციო სივრცეს არავის დავუტოვებთ. პრაქტიკულად, ამ წელს, ყველა პუნქტი, ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ემსახურება ამ პუნქტების შესრულებას, იქნება დასრულებული” – განაცადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია ე.წ. 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე.

მსგავსი თემები