პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის ჯარში მსახურების უფლებას აძლევს

,,რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურების უფლებას აძლევს” – აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია Interfax ავრცელებს.

„ეს დებულება განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის გავლის წესს მშვიდობიანობის დროს იმ მოქალაქეების მიერ, რომლებსაც აქვთ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობა, ან ბინადრობის მოწმობა, ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქალაქის მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი“, – წერს რუსული მედია.

მსგავსი თემები