,,მარცხენა ხელს ვეღარ ხმარობს და აქვს ძლიერი ტკივილები, ვერ დადის”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს ტუბერკულოზი ჯერჯერობით არ დაუდგინდა, თუმცა კვლევები გრძელდება. მისივე თქმით, სააკაშვილი მარცხენა ხელს ვეღარ ხმარობს და აქვს ძლიერი ტკივილები.

,,მე ვიცი ის, რომ ტუბერკულოზი თითქოს არ დადასტურდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით და კვლევები, მგონი, გრძელდება. უკვე რამდენი ხანია, მე ვხედავ, რომ მარცხენა ხელს ვეღარ ხმარობს და აქვს ძლიერი ტკივილები. რა თქმა უნდა, ვერ დადის. გუშინ რომ ვკითხე, ორი ნაბიჯი რომ გადადგას იმ „ხადულკებით“ ძლივს, მე ვუთხარი, რომ მაგის გარეშე ვითომ ვერ დგამ,-მეთქი? „რას ლაპარაკობ, წავიქცევიო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები