,,პუტინს კრიტიკის მოსმენა არ სურს”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, კარგი იქნებოდა რუსეთის პრეზიდენტი ”დიდი ოცეულის” სამიტს დასწრებოდა. მისი თქმით, პუტინს კრიტიკის მოსმენა არ სურს.

,,კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი პუტინი G20-ის სამიტზე ჩამოსულიყო, თუმცა მაშინ, ის უნდა აღმოჩენილიყო იმ კითხვებისა და კრიტიკის წინაშე, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანას აქვს, ამიტომ არ არის ის აქ”, – განაცხადა შოლცმა.

შოლცის თქმით, სამიტზე პუტინის არყოფნა სხვა ქვეყნებს ხელს არ შეუშლის, რომ გააკრიტიკონ რუსეთის აგრესიული ომი, მოუწოდონ მას გაიყვანონ ჯარები უკრაინიდან და შექმნან პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის.

 

მსგავსი თემები