,,არ ვიღებთ და უარვყოფთ აშშ-ის საელჩოს სამძიმარს”- თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, სტამბოლში მოწყობილი ტერაქტის შემდეგ, აშშ-თან ალიანსი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. მისი თქმით, თურქეთი არ იღებს აშშ-ის საელჩოს სამძიმარს და უარყოფს მას.

„მივიღეთ გადმოცემული გზავნილი. მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, არ ვიღებთ და უარვყოფთ აშშ-ის საელჩოს სამძიმარს. ალიანსი სახელმწიფოსთან, რომელიც სენატიდან ამ ჯგუფებს ფულს უგზავნის, კვებავს ქობანის ტერორისტულ ზონებს, რომელთა მიზანი თურქეთის მშვიდობის დარღვევაა, უნდა იყოს განხილული. ეს არის ღია და ცხადი. ჩვენ არ ვართ ვინმეს მტერი, არავის მიწაზე არ დაგვიდგამს თვალი, არავის ვღალატობთ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ცხადია, ჩვენ ვერ ავიტანთ ღალატს“, – განაცხადა სოილუმ.

მსგავსი თემები