,,კომენტარის გარეშე ვტოვებთ, ეს რუსეთის ტერიტორიაა”- პესკოვი ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გათავისუფლებულ ხერსონში ჩასვლას ეხმიანება..

ჟურნლისტებმა მას ჰკითხეს, თუ როგორ აფასებს კრემლი ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონში ჩასვლის შესახებ ცნობებს და მიიჩნევენ თუ არა ამას “კიევის პროვოკაციად”.

“ჩვენ ამას კომენტარის გარეშე ვტოვებთ, თქვენ იცით, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის ტერიტორია”, – განაცხადა პესკოვმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა – (mcm.ge)

მსგავსი თემები