ბაგა-ბაღებში მოწესრიგდა ჰიგიენა, განახლდა ჭურჭელი, მოგვარდა წყლის პრობლემა – ჩეკურაშვილი

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებულ ბაგა-ბაღებში მკვეთრად გაუმჯობესებულია მდგომარეობა. მოწესრიგებულია ჰიგიენა და სანიტარული პირობები, ყველა საბავშვო ბაღში არის ცივი და ცხელი წყალი, გამოცვლილია ჭურჭელი, გადამზადებულია კვების ბლოკების მომსახურე პერსონალი.

ზურაბ ჩეკურაშვილის ანგარიში პარლამენტის აგრალურ საკითხთა კომიტეტში მოისმინეს. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი შარშან, 971 სკოლაში და 4 772 ბაგა-ბაღში ჩატარდა, 125 ბაღში ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა, აქედან თბილისში – 38, რეგიონებში – 87. მათშორის ცხენის ხორცთან დაკავშირებით 4 შემთხვევა იყო, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მყისიერი რეაგირება მოახდინა.
 
მისივე ინფორმაციით, 2012 წელს, სახელმწიფო კონტროლი 11 საბავშვო ბაღში განხორციელდა. “სურსათის ეროვნული სააგენტო წლიდან წლამდე აძლიერებს კონტროლის მექანიზმებს, რაც ბოლო წლების მონაცემებით დასტურდება. კონტროლის დინამიკა რომ სახეზეა, ამაზე მხოლოდ ერთი მონაცემიც მეტყველებს: თუ კი 2012 წელს განხორციელდა 444 სახელმწიფო კონტროლი, 2018 წელს ამ რიცხვმა 25 706-ს მიაღწია”, – აცხადებს ჩეკურაშვილი. 

მსგავსი თემები