კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა პარტიის გადასაწყვეტი არ არის

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ გადაყვანა პარტიის გადასაწყვეტი არ არის.

„ეს არ არის პარტიის გადასაწყვეტი. სააკაშვილი ციხეში იმყოფება და სასჯელს იხდის, არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც ყველა პატიმართან მიმართებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს, რაც არის აუცილებელი პატიმრის ჯანმრთელობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე“,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები