ტერორისტული აქტი თურქეთში, არიან დაღუპულები

თურქეთში, სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება „თვითმკვლელმა ქალმა“ აამოქმედა. არიან დაღუპულები.

აფეთქება ისტიკლალის გამზირზე მოხდა. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა 36-ია.  სტამბოლის გუბერნატორის  განცხადებით, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე დაფიქსირდა. აფეთქება სწორედ ხალხმრავალ ადგილზე განხორციელდა.

მსგავსი თემები