გარდაიცვალა კაცი, რომელიც 18 წელი პარიზის აეროპორტში ცხოვრობდა

გარდაიცვალა კაცი, რომელიც 18 წლის განმავლობაში, პარიზის აეროპორტში ცხოვრობდა. მერჰან კარიმ ნასერი 77 წლის ასაკში, შარლ-დე-გოლის აეროპორტის 2F ტერმინალში გარდაიცვალა.
ირანის მოქალაქე მერჰან კარიმ ნასერი, ევროპაში 1988 წელს, დედის საძებნელად გაფრინდა. კაცი დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდმა დოკუმენტაციის არქონის გამო, არ მიიღო, რის გამოც ნასერი იძულებული გახდა აეროპორტში დარჩენილიყო. მას საფრანგეთში შესვლის უფლებაც არ ჰქონდა.
 2004 წელს, რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა, სწორედ მის ცხოვრებაზე გადაიღო ფილმი “ტერმინალი”, რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰენკსი ასრულებს.

მსგავსი თემები