„იქ, უბრალოდ ჯოჯოხეთია“ – პრეზიდენტი ზელენსკი დონეცკიზე

უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქში მიმდინარე შეტაკებებზე საუბრობს და არსებულ ვითარებას ჯოჯოხეთს უწოდებს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, იქ უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

„მადლობის სიტყვები, რომლებსაც ჩვენი დამცველები ახლა ხერსონის ოლქში ისმენენ, ეკუთვის ყველა თქვენთაგანს. ყველასთვის, ვინც უკრაინისთვის იბრძვის. განსაკუთრებით, ეს მადლობის სიტყვებია მათთვის, ვინც რუსეთის თავდასხმებს უძლებს დონეცკის ოლქში – იქ უბრალოდ ჯოჯოხეთია. იქ ყოველდღიურად უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები მამაცურად იბრძვიან და იცავენ თავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დონეცკის ოლქში, ჩვენ შეგვიძლია თავდასხმითი ოპერაციები ვაწარმოოთ სხვადასხვა მიმართულებებით. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს, ვინც იცავს უკრაინას ამ განსაკუთრებით სასტიკ ბრძოლებში. პავლივკა, მარიინკა, პერვომაისკე, ავდიივკა”, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები