ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში ყველაფრის დეფიციტია

უკრაინაში, კერძოდ კი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში  უმწვავესი ვითარებაა. ადგილზე არანაირი კომუნიკაცია არსებობს, არც წყალია, არც ელექტროენერგია, არც გათბობის საშუალებები და არც საკვები.

როგორც მერის მრჩეველი აცხადებს მწვავე დეფიციტია როგორც საკვების, ისე, მედიკამენტების.

„არ არის საკმარისი წამლები, პური, საკვები,  არაა ელექტროენერგია, მედიკამენტები.  ასევე, არის საყოფაცხოვრებო პრობლემები“ – აცხადებს მერის მრჩეველი გოლოვნია.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ძალებმა ხერსონი დატოვეს. უკრაინელი სამხედროები კი ხერსონში გუშინ შევიდნენ. აღმოჩენილია იარაღის საწყობები, სადაც რუსებმა შეიარაღება დატოვეს, რადგანაც ყველას გატანა ვერ მოახერხეს.

უკრაინული ჯარი ხერსონში შევიდა – გამარჯვების ზეიმი უკრაინაში

მსგავსი თემები