უკრაინელებმა ხერსონი დაიბრუნეს და ადმინისტრაციები მუშაობას შეუდგნენ

უკრაინაში დღეს პოზიტიური დღე აქვს. სამხედროები, სამოქალაქო პირები, ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები, 8 თვიანი ოკუპაციის შემდეგ, ქალაქში დაბრუნდნენ.  ხერსონის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იაროსლავ იანუშევიჩი აცხადებს, რომ უკრაინული ქალაქისა და ოლქის ადმინისტრაციებმა მუშაობაც განაახლეს.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დავალებით ქალაქში მოვიდნენ და მოვალეობის შესრულება დაიწყეს ხერსონის ოლქის, ქალაქ ხერსონისა და ხერსონის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციებმა. სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას ასევე შეუდგნენ ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. საგანგებო სიტუაციების სამსახური განაღმვის შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. დაკავებული ვართ ქალაქის ჩვეულებრივი ცხოვრებისადმი დაბრუნებით”, – აცხადებს იანუშევიჩი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის გაგზავნილ მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ხერსონიდან საკუთარი ჯარი გაიყვანა, თუცა, ადგილზე დატოვა შეიარაღების ნაწილი.

 

მსგავსი თემები