„სავარაუდოდ, ტუბერკულოზი აიკიდა“ – ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახი, ადვოკატები და გარემოცვა აცხადებს, რომ უკვე რამდენიმე თვე, მიხეილ სააკაშვილს მაღალი სიცხე აქვს. ტემპერატურის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა, ოჯახს ეჭვი აქვს, რომ მას მკურნალობის ნაცვლად ტუბერკულოზი აჰკიდეს.

ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატი არ გამორიცხავს დ უფრო დარწმუნებულია, რომ ეს არის ტუბერკულოზი.

„ადამიანს რამდენიმე თვეა, აქვს სიცხე. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში  ანალიზები აუღეს და ახლა იკვლევენ, არის თუ არა ეს ტუბერკულოზი. სიცხე მაღალია და არ ვარდება. დიდი ალბათობით, მას მკურნალობის ნაცვლად, ერთი დაავადება კიდევ დაუმატოს და ეს არის ტუბერკულოზი. ის საპატიმრო დაწესებულებაში შესვლისას იყო ჯანრთელი. მკურნალობდნენ და გვარწმუნებდნენ რომ ყველაფერი უკეთდება რაც საჭიროა. რა მივიღეთ? ახალი დაავადება და რამდენიმე თვიანი სიცხე“ – აღნიშნა ვალერი გელბახიანმა „მედიაცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები