რუსეთმა ოკუპირებული ხერსონის „დედაქალაქი“ დაასახელა

რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ნაწილს, ხერსონის რეგიონს ახალი „დედაქალაქი“ აქვს.  რუსეთის ფედერაციამ ხერსონის რეგიონის ახალ „დედაქალაქად“ გენიჩესკი გამოაცხადა.

ე.წ. „რეგიონის ადმინისტრაციის“ წარმომადგენლის განცხადებით,  „ხელისუფლების“ ძირითადი ორგანოები „დროებით დედაქალაქში“ განლაგდა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანის პროცესი დასრულებულია. რაც შეეხება ხერსონს, იქ უკვე უკრაინის დროშა ფრიალებს.

 

მსგავსი თემები