მიკოლაევის დაბომბვის შედეგად, მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

უკრაინული მხარის განცხადებით, ოკუპანტების მხრიდან საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა მზარდია. როგორც  უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსის წმენდა ამ დრომდე გრძელდება.

„რუსეთის ძალების მიერ მიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ნანგრევების გაწმენდა ამ დრომდე გრძელდება“ – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

მსგავსი თემები