,,ხერსონი უკრაინის კონტროლ ქვეშ ბრუნდება, ქალაქში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიან”- უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც რუს სამხედროებს მიმართავს. უწყების ცნობით, ხერსონი უკრაინის კონტროლ ქვეშ ბრუნდება და რუსი დამპყრობლების უკან დახევის მარშრუტები უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშაა.

,,როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინული ხერსონიდან რუსული არმიის ჯარების ძირითადი დაჯგუფების გაყვანის შემდეგ, თქვენმა სარდლობამ მიგატოვათ.

თქვენი მეთაურები მოგიწოდებენ, ჩაიცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი და სცადოთ ხერსონიდან თავის დაღწევა. ცხადია, წარმატებას ვერ მიაღწევთ.

ხერსონი უკრაინის კონტროლ ქვეშ უბრუნდება, ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიან. რუსი დამპყრობლების უკან დახევის მარშრუტები უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშაა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა აღიკვეთება. ყველა რუსი სამხედრო, რომელიც წინააღმდეგობას გაგვიწევს, განადგურდება.

თქვენ გაქვთ სიკვდილის თავიდან აცილების ერთადერთი შანსი – დაუყოვნებლივ დანებდეთ.

ნებაყოფლობით ჩაბარების შემთხვევაში უკრაინა სიცოცხლისა და უსაფრთხოების გარანტიას გაძლევთ. ჩვენ ვიცავთ ჟენევის კონვენციებს, გარანტიას ვიძლევით საკვების, სამედიცინო დახმარების და თქვენი გაცვლის შესაძლებლობის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებში, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში არიან.

უსაფრთხოდ ჩაბარებისთვის, უკრაინის სარდლობის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ჩაბარების პირობების განხილვის შემდეგ, შეგიძლიათ დარეკოთ უკრაინის სახელმწიფო პროექტის ცხელ ხაზზე “მე მინდა ვიცხოვრო” – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. 

მსგავსი თემები