,,80 კილოა, ჩამომხმარია, არც კუნთები აქვს, დედის საფლავს გეფიცებით, სიმართლეს გეუბნებით”- ვაშაძე სააკაშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი 80 კილოა დარჩენილი, აქვს კუნთების ატროფია და ”ბავში რომ ძალიან ავად არის, ისე არის მიგდებული”.

,,პრეზიდენტმა მითხრა, რომ რაღაც გამოკვლევაზე იყო, მაგრამ ზუსტად რაზე იყო და სად არ ვიცი. უარესად არის პრეზიდეტი, ვიდრე ჩემს წინა შესვლაზე. კვირანახევრის თუ 2 კვირის წინ შევედი. ბავშვი რომ ძალიან ავად არის ისე არის მიგდებული. 80 კილოა, ჩამომხმარია, არც კუნთები აქვს და არც არაფერი. დედის საფლავს გეფიცებით, სიმართლეს გეუბნებით. ყველაფერი ტკივა. კუნთების ატროფიისთვის მასაჟისტი უნდა მოეყვანათ, მასაჟისტი ევრ ეკარება იმიტომ, რომ ყველაფერი ტკივა. ვერ გავიგე, ეს „ოცნების“ ლიდერშიფი რომ დაგვცინის და იძახდი, რომ აგერ სააკაშვილიანები პანიკას ტეხავენო, პარლამენტის წევრები თუ არ ხართ, ქრისტიანები ხომ ხართ? შემოდით და ნახეთ ეს ადამიანი. რად უნდა ამას ნობელის პრემიის ლაურიატების ჩამოყვანა?“ – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები