ვლადიმერ პუტინი ”დიდი ოცეულის” სამიტზე ონლაინ ფორმატითაც არ მიიღებს მონაწილეობას

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ”დიდი ოცეულის” სამიტზე ონალინ ფორმატითაც არ მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, არ იგიგმება პუტინის ონლაინ დასწრება ”დიდი ოცეულის”  და APEC-ის სამიტებზე ან მისი ვიდეოს გაგზავნა მონაწილეებისთვის. პესკოვის თქმით, ამას პუტინის განრიგი და რუსეთში ყოფნის აუცილებლობა განაპირობებს.

რუსეთის დელეგაციას ”დიდი ოცეულის” სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

 

მსგავსი თემები