,,ივანიშვილმა საკუთარი ოჯახის რისკის ფასად ქვეყანას მოუტანა დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა”- ალუდა ღუდუშაური

,,ივანიშვილმა საკუთარი და საკუთარი ოჯახის რისკის ფასად ქვეყანას მოუტანა დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა,”- ასე ეხმიანება საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური.

ღუდუშაურის თქმით, ”ამ ბატონების თუ ქალბატონების მთავარი ამოცანა არის პირდაპირი ბრძოლა ბიძინა ივანიშვილთან და მის ოჯახთან”.

„საქმე იმაშია, რომ როგორც ჩანს, ამ ბატონების თუ ქალბატონების მთავარი ამოცანა არის პირდაპირი ბრძოლა ბიძინა ივანიშვილთან და მის ოჯახთან. მათთვის მხოლოდ ერთადერთია მისაღები, სადაც კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი ჩაიწერება და ახლა ვსვამ კითხვას, ეს არის დემოკრატია? დემოკრატიული ღირებულებები ყოფილა, რომ მედიის მტარვალი თურმე მედიის შუქურაა, მწამებელი და ამ რეჟიმის მთავარი არქიტექტორი ყოფილა თურმე დემოკრატიის შუქურა, ჯარისთვის ფულის მომპარავი მედიის და დემოკრატიის მხარდამჭერი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი კი ოლიგარქი, ეს არის მათი დემოკრატია და მათი სამართალი? ეს ევროპარლამენტი არ არის, ეს არის ცალკეული პირები და მნიშვნელობა არ აქვს ვინ იძახის ამას, როგორი თვალის ფერი, წონა და ზომა ექნება, სიმართლე არის ერთი – ივანიშვილმა საკუთარი და საკუთარი ოჯახის რისკის ფასად ქვეყანას მოუტანა დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა,”- განაცხადა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები